საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის შეხვდა .
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს.
ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.