22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს , ეს დღე წელს 43-ედ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება და მისი მთავარი თემაა "კლიმატის ცვლილების სახე".
დედამიწის საერთაშორისო დღეს 192 ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი აღნიშნავს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
"დედამიწის დღე" ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც 1969 წელს სანტა-ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა. აღნიშნულმა ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.