ხვალიდან 24 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი, არამდგრადი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ხვალ დღის ბოლოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 30 მეტრს მიაღწევს; აღმოსავლეთ საქართველოში კი გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს ქარი 22-24 მეტრი წამში.
ამასთან, ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსი, კოლხეთის დაბლობზე - 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსი იქნება.
17 აპრილს კი, საქართველოში უფრო აგრილდება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და მაღალმთაში - თოვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი; აღმოსავლეთში კი 7-12 გრადუსი იქნება. ასევე, ცივი და ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი 18 აპრილსაც. 19-20 აპრილს კი, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს. ცვალებადი, არამდგრადი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები