თბილისის მერია შსს-ს პასუხობს და მზად არის, 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი შეკრების უსაფრთხოების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის
შექმნისთვის უსფლებამოსილი წარმომადგენელი გამოყოს.
როგორც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, მერია, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად აცნობებს როგორც აქციის ორგანიზატორებს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
"შსს-მ თბილისის მერიას მომართა განცხადებით, 19 აპრილს თბილისში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეკრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილიყო საკოორდინაციო ჯგუფი. მოქმედი კანონმდებლობით შეკრების ჩატარებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. ამასთან, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს სამინისტროს მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.