პოლიტოლოგი მამაუკა არეშიძე გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ ამ სკანდალურ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც არეშიძე ამბობს, მას შეხვდნენ სააკაშვილის ძალოვნები და ისეთი შოკისმომგვრელი ინფორმაციები მიაწოდეს, რომელთა თქმისგან იმ მომენტში თავი შეიკავა.
„ ვინც ასეთი ტიპის ინფორმაციაზე მელაპარაკებოდა, ის ხალხი წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ფრთას, რომლებიც არიან ძალოვნები. ისინი ძალიან გაღიზიანებული არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების გამო, განსაკუთრებულად იმ თემის გამო, რომ ბაჩო ახალაია ასეთ მდგომარეობაშია მიტოვებული. დღეს გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ გაზეთ `ალიას~ პარასკევის ნომერში გამოქვეყნებული თქვენი ინფორმაცია არის სწორი. როლანდ ახალაია მართლაც მივიდა ივანე მერაბიშვილთან, მათ ჰქონდათ დაძაბული საუბარი და უთხრა, - თეა თუთბერიძის იმედად არის ჩემი შვილი მიტოვებული და შენ სასამართლო დარბაზშიც კი არ მიხვედი გასამხნევებლადო. მათ შორის იყო ძალიან მწვავე საუბრები, მაგრამ ეს არის განწყობის ერთი ნაწილი.
ამავე ძალოვნების ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა ერთმანეთის თვალთვალის ორგანიზაციად. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად აკონტროლებენ თანაგუნდელების თითოეულ ნაბიჯს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში არ შევიდნენ, აქ მეორე პრობლემა დგას, ერთმანეთს აკონტროლებენ, რათა ემანდ, ვინმემ ლიდერობა არ მოინდომოს და ვინმე არ ამოვარდეს საერთო სქემიდან. როგორც სანდო წყარო მეუბნება, ბაჩო ახალაია იმიტომ ზის დღეს ციხეში, რომ სწორედ მან მოინდომა „ნაციონალური მოძრაობის~ ლიდერობა, ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი. როგორც „ნაციონალების“ ძალოვნებმა მითხრეს, ბაჩო ახალაია თურქეთიდან დაბრუნდა იმიტომ, რომ მან დაინახა პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის ფსევდოაქტიურობა და მოინდომა თავად „ნაციონალების“ მედროშედ ყოფნა. მათი სიტყვებით რომ ვთქვა, ბაჩო ახალაია აღმოჩნდა მებრძოლი და ყველა დანარჩენი - მათხოვარი, დაუნახავი, ისინი არ მალავენ ვანო მერაბიშვილის მიმართ გაღიზიანებას, ძალოვანი სამხედრო უწყების წარმომადგენლები მეუბნებიან, რომ რამდენჯერმე მან დათვური სამსახური გაუწია ახალაიას, კერძოდ, ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით ხელოვნურად დაუდო ფეხი მერაბიშვილმა ახალაიას,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.