ხულოში დაკარგული 16 წლის გოგონა სახლის სარდაფში იპოვეს

ხულოში დაკარგული 16 წლის გოგონა სახლის სარდაფში იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ორი დღის წინ გაუჩინარებული 16 წლის გოგონა დღეს, საკუთარი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამაშველო სამსახურის მოთხოვნით, დღეს დილით სახლის დათვალიერება მოხდა, რა დროსაც 16 წლის გოგონა სარდაფში დაუძლურებულ მდგომარეობაში იპოვეს.

"სამძებრო სამუშაოები ჩავატარეთ სოფლის მიდამოებში, ასევე, მეზობელ სოფლებში, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. დღეს დილით, ჩვენი მაშველების მოთხოვნა იყო სახლის დათვალიერება, რა დროსაც გოგონა სარდაფში დაუძლურებულ მდგომარეობაში აღმოვაჩნეთ. ველოდებით სასწრაფოს, რომ დახმარება აღმოუჩინონ ", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ქედელიძეების ოჯახს მოზარდი 13 აპრილს 16:00 საათის შემდეგ ნანახი არ ჰყავდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამაშველო სამსახური გუშინ გამოიძახა.