დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა, საკუთარი დაკრძალვისთვის მზადება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „რკინის ლედიმ" საკუთარი დაკრძალვა წინასწარ დეტალებში დაგეგმა.
დაკრძალვის ცერემონიალზე ბიბლიიდან ამონარიდები ბრიტანეთის ამჟამიდენლმა პრემიერმა და ბარონესას ოჯახის წევრებმა უნდა წაიკითხონ.
ინგლისის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, დაკრძალვის ცერემონია სახელმწიფო და სამხედრო ელემენტებით იქნება გაფორმებული.
ცნობილი გახდა, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონიალისთვის 6 მლნ ფუნტი სტერლინგი დაიხარჯება, რომელსაც ოჯახთან ერთად სახელმწიფო გადაიხდის.