ბრიტანული კომპანია Robin Monotti Architects თბილისში, "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის შენობის გვერდით ბიზნეს ცენტრს ააშენებს. ამის შესახებ ბრიტანული არქიტექტურული ჟურნალი bd თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდონში დაფუძნებული ფირმის მიერ აშენებული ბიზნეს ცენტრი 16 სართულიანი იქნება.
როგორც bd იტყობინება, ცენტრის დიზაინი თბილისში ყველა შესაბამის დაწესებულებასთან არის შეთანხმებული.