აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ და ხაზი გაუსვა მოსკოვის მხრიდან არსებითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა მიღწეულ იქნას რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.