ნინო ბურჯანაძე:

ნინო ბურჯანაძე: "აგვისტოს ომის გამოძიება აუცილებელია, რადგან ყველა შეცდომა უნდა გამოაშკარავდეს"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "აგვისტოს ომის გამოძიება აუცილებელია, რადგან ყველა შეცდომა უნდა გამოაშკარავდეს".

ამის შესახებ ბურჯანაძემ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში წულუკიანმა პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

"აგვისტოს ომი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, ისევე როგორც 26 მაისი და სხვა რეზონანსული საქმეები. 9 აპრილი გამოძიებული იქნა საბჭოთა კავშირის დროს მაშინ, როცა წარმოუდგენელი იყო იმის გაფიქრებაც კი, რომ შესაძლებელი გახდებობდა დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. ქვეყნისთვის ყოველთვის კარგია, როდესაც სიმართლეს ფარდა აეხდება. აუციელებლია ვისაუბროთ იმ შეცდომებზე, რომელიც ხელისუფლებამ და შესაძლოა, ყველა ჩვენგანმა დაუშვა. ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რომ მერე იგივე არ გავიმეოროთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.