9 აპრილს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, 9 აპრილის ფონდის ორგანიზებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა .
ტაძარში იმყოფებოდნენ 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები, ასვვე ამ მოვლენის მონაწილეები და აზერბაიჯანიდან სპეციალურად ამ დღისთვის დაღუპულთა პატივსაცემად ჩამოსული სტუმრები.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფონდის გენერალურმა დირექტორმა გელა მაღრაძემ აღნიშნა, დღეს ტრადიციული ღონისძიებები გაგრძელდება კლუბ "ბამბა რუმსში", სადაც სიმბოლურად კულტურული საღამო გაიმართება. ამის შემდეგ კი ღონისძიების მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და დაღუპულთა სულებს მემორიალთან მიაგებენ პატივს