კულტურის სამინისტრო იშხანზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

კულტურის სამინისტრო იშხანზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

კულტურის სამინისტრო იშხანზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს, ამ თემაზე კულტურის სამინისტროში დღეს შეხვედრა გაიმართა. 

როგორც მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განაცხადა, კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიმართვაც შეიმუშავა, რომელიც საგარეო უწყებასთან შეთანხმებით თურქულ მხარეს გადაეგზავნება.
კულტურის მინისტრი ამ საკითხზე თურქეთის ელჩთან შეხვედრასაც გეგმავს.

"იშხანზე მიმიდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს. უახლოეს მომავალში, კულტურის სამინისტროდან გაემგზავრება დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც სამინისტროს, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები. დავათვალიერებთ ჯერ იშხანს და შემდეგ ოშკსაც, რომელიც შორს არ მდებარეობს", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

იშხანზე მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს საგანგაშოდ მიიჩნევს კულტურული მემკვიდრეობი დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
როგორც მერაბ ბოჭოიძე აცხადებს, გაწმენდით პროცესს არქეოლოგი არ ესწრება, რაც მეთოდოლოგიური შეცდომების დაშვებისა და ისტორიული კვალის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.