87 წლის ასაკში მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 

ტეტჩერის პრესმდივნის ლორდ ბელის ინფორმაციით, "რკინის ლედის" გარდაცვალების შესახებ მისმა შვილებმა მარკ და კაროლ ტეტჩერებმა განაცხადეს.

მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".

1992 წელს ივნისში მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.