ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე მზადაა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დასმულ ყველა კითხვას ამომწირავი პასუხი გასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძის თქმით, მას ოპოზიციონერი დეპუტატებისგან სადეპუტატო კითხვები არ მიუღია და შესაბამისად არ იცის, თუ რა კითხვები აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მისი მისამართით. თუმცა, როგორც კალაძე აცხადებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მზად არის პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
ცნობისთვის: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში მიიწვია; ენერგეტიკის მინისტრთან პარლამენტში შეხვედრა 4 აპრილისთვის არის დაგეგმილი.