მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა ის არის, რომ მთავარ ღირებულებად ჯარისკაცი გადაიქცა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების 89%-ს 25 %-ით გაეზარდა ხელფასი. ალასანია ინფორმაციით, ავღანეთის მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს ხელფასები 1000 დოლარამდე გაეზარდათ, ხოლო ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით მინისტრსაც და ჯარისკაცსაც ერთნაირი მომსახურება აქვს.
როგორც ალასანიამ განაცხადა, თითოეული თეთრი უწყებაში პრიორიტეტებს ხმარდება.
"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ გამჭვირვალეობას. სამოქალაქო კონტროლის და საპარლამენტო ზედამხედველობის რეალურად ამაღლებას უწყებაზე", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც 2 მილიონზე მეტის შესყიდვა განხორციელდება, ან 4 მილიონზე ზევით მომსახურეობა განხორციელდება, დეტალური შეტყობინება გაეგზავნება თვადაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტეს, ხოლო თუ ფარულ შესყიდვებზეა საუბარი, მაშინ ეს ინფორმაცია პარლამენტის ნდობის ჯგუფს გადაეგზავნება.
"განხორციელდა რიგი ცვლიელებები, რომელიც ფუნციების, უფლება-მოვალეობების სწორად გამიჯვანს გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი, ახორციელებს რა პოლიტიკურ სამოქალაქო ზედამხედველობას შეიარაღებულ ძალებზე, არ ერეოდეს სამხედროების საქმეში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი სამხედრო წარუმატებლობისაც ის იყო, რომ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, მაშინაც, როდესაც მიდიოდა საომარი კონფლიქტი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.