ელჩობის ახალი კანდიდატები პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხუთი დიპლომატის კანდიდატურა შევიდა. პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად წარდგენილი არიან: ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძის, თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძის, ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძის და ევროპის საბჭოსთან მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელიას კანდიდატურები.
მათ კანონმდებლები უახლოეს სესიაზე დაამტკიცებენ.