"სახალხო დამცველის მაგივრად, მე მრცხვენია"

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით საყვარელიძეს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ნაცვლად, რცხვენია. როგორც ჟურნალისტებს საყვარელიძემ განუცხადა, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ფუნქციას უჩა ნანუაშვილი არ ასრულებს.

"ის აქამდე, "ქართული ოცნების" დამცველი მეგონა და ახლა რუსეთის დამცველადაც მოგვევლინა. რუსეთი გვიკიჟინებდა, რომ საქართველო იყო ჩეჩენი ბოევიკების პოლიგონი, რაც ომბუდსმენის ოფიაციალურ დოკუმენტში ფიგურირებს, რაზეც დასკვნა ხალხმა უნდა გააკეთოს. მის მაგვირად, მე მრცხვენია", - დასძინა საყვარელიძემ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

"ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში იკვეთება სერიოზული დარღვევები, მათ შორის ორი ქართველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ინსტრუქტორები იყვნენ", - აცხადებს სახალხო დამცველი.