საქართველოს პრემიერ მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე უკვე ჩანიშნულია. ბიძინა ივანიშვილი 47 წევრი ქვეყნის დელეგაციის წინაშე სიტყვით 23 აპრილს სტრასბურგის დროით 12 საათზე გამოვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრს "ესა"-მ (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელამ) ერთი საათი დაუთმო. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურს ასამბლეის დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილის გარდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით რუმინეთისა და ანდორას პრემიერ მინისტრები და ტუნისის პრეზიდენტი გამოვლენ.