გერმანიის პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ხვალ საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, შემდეგ კი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი შეხვდება.
ვიოლა ფონ კრამონს ხვალვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიღებს.