Google-მა გადაწყვიტა YouTube-ის დახურვა და ყველა ვიდეომასალის წაშლა. ამის შესახებ ინტერნეტ-მონსტრმა დღეს ვიდეორგოლის საშუალებით განაცხადა, რომელიც YouTube-ზე განათავსა. პორტალს 10 წლით დახურავენ. ზუსტად ამდენი ხანი დასჭირდება სპეციალურ ჟიურის, რათა გამოავლინოს საუკეთესო ვიდეოს ავტორი საიტის არსებობის ისტორიაში. ამასთან, ლაიქების და ნახვების
ოდენობა არ იმოქმედებს გადაწყვეტილებაზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უცნობი ვიდეოს ავტორს ზუსტად ისეთივე შანსი აქვს გამარჯვების, როგორც ინტერნეტჰიტ Gangnam Style-ს, რომელიც უკვე მილიარდზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.
გამარჯვებულს პრიზით დააჯილდოებენ. მას MP3 პლეერს და 500 დოლარს გადასცემენ.
შეშინდით? ეს 1 აპრილის ხუმრობაა და Google-მა ასე გადაწყვიტა მომხმარებლების გაცურება