"თელასის" გენერალურ დირექტორად სერგეი კობცევი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო.
კობცევი, რომელმაც ამ თანამდებობაზე დევი კანდელაკი შეცვალა, ამ დრომდე "სანგტუდინსკაია ჰესი -1"-ის (ტაჯიკეთი) გენერალური დირექტორი იყო.
"თელასის" ცნობით, სერგეი კობცევმა 1995 წელს დაამთავრა ხაბაროვსკის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო აკადემია. 2002- 2013 წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ღია სააქციო საზოგადოებებში - "ხაბაროვსკენერგო", "შორეული აღმოსავლეთის გენერირების კომპანია", "აღმოსავლეთის ენერგეტიკული კომპანია" და "სანგტუდინსკაია ჰესი -1".
"თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორმა დევი კანდელაკმა კი "ინტერრაო ეეს" -ში - შპს "მტკვარი ენერგეტიკის", სს "ხრამჰესი 1"-ს და "ხრამჰესი-2" -ს გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.