"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა. თბილისის მთავრობის სხდომაზე ხათუნა ბერძენიშვილი დღეს რაიონის გამგებლად ოფიციალურად წარადგინეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას თბილისის მერია უახლოეს ხანში გაავრცელებს.