სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროს ოფიცერსს სომხეთის მოქალაქე ა. ა-მ ქრთამის სახით 1000-1500 რუსული რუბლი შესთავაზა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
31 მარტს, სომხეთიდან საქართველოში შემოსულმა სომხეთის მოქალაქემ ზეპირი დეკლარირებისას 1 ცალი ოქროს სამაჯური და 1 წყვილი საყურე დაადეკლარირა, ხელჩანთის დათვალიერებისას კი მას არადეკლარირებული, სავარაუდოდ,
ოქროს სამეული, კერძოდ 1 ბეჭედი და 1 წყვილი თვლებით გაწყობილი საყურე აღმოაჩნდა. რის შემდეგაც მოქალაქემ ფაქტის დაფარვის მიზნით, ოფიცერს ქრთამის სახით, ფული შესთავაზა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, კრიმინალურ პოლიციას გადაეგზავნა, სომხეთის მოქალაქე ამჟამად დაკავებულია.