იუსტიციის სამინისტრო "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე უმრავლესობისა და უმცირესობის მოლაპარაკებების შედეგს ელოდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"როგორც ჩანს, საუბარია კანონპროექტის მეორე მოსმენით ხელახლა განხილვაზე, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის არჩევას საფუძვლად დაედოს უფრო ფართო კონსენსუსი. ჩვენ განხილვების პროცესს დაველოდებით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული და დამტკიცებულია, კვლავ მეორე მოსმენაზე ბრუნდება. ამასთან, პარლამენტში უკვე დარეგისტირდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის საკითხს განსაზღვრავს.