ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს , ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) საინფორმაციო ცნობარი განთავსდა, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს.
"ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი. ცნობარი ასევე დაიბეჭდება გაზეთში ,,ახალი განათლება", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ცნობით, 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდება. 5 აპრილს, 15:00 საათზე კი, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთათვის ღია კარის დღის ჩატარება იგეგმება.