ქართველმა ფეხბურთელებმა საფრანგეთთან თამაში 3:1 დათმეს

ქართველმა ფეხბურთელებმა საფრანგეთთან თამაში 3:1 დათმეს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მორიგ შეხვედრაში საფრანგეთთან 3:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელებიდან გოლი
თამაშის 71-ე წუთზე სანდრო კობახიძემ გაიტანა.

პირველი გოლი საქართველოს ნაკრების კარში პირველი ტაიმის დამატებით წუთზე გავიდა და ოლივიე ჟირუმ გაიტანა. კიდევ ორი გოლი, უკვე მე-2 ტაიმში ვალბუენასა და რიბერის ეკუთვნით.
საქართველოს ნაკრებმა ფრანგებთან ასეთი შემადგენლობთ ითამაშა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი,სანდრო კობახიძე, მურთაზ დაუშვილი, დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე, მათე ვაწაძე.

თარგამძის, ანანიძისა და ვაწაძის შეცვლაზე შემოვიდნენ გელაშვილი, ყენია და დვალიშვილი.

დღევანდელი თამაშის შემდეგ, ჯგუფის ლიდერი 10 ქულით საფრანგეთის ნაკრებია; შემდეგ მოდის ესპანეთი. ქართველი ფეხბურთელები 4 ქულით მე-3 ადგილზე დარჩნენ.