თუ უმრავლესობის წევრები "საერთო სასამართლოების შესახებ კანონს" არსებული ფორმით მხარს დაუჭერენ, პრეზიდენტი ამის წინააღმდეგ ყველა საშუალებას გამოიყენებს.
როგორც პრეზიდენტმა "ღია ეთერში" სტუმრობისას განაცხადა, თუ უმრავლესობა ამ პროექტს მხარს დაუჭერს, უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს. "მე ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის კაბინეტში ჯდომა სიამოვნებას აღარ ანიჭებს. "ახლა მე ვარ დარაჯი, მაგრამ არა ამ კაბინეტის. ჩემი ამოცანაა, რომ ვუყურო ჩარჩოს, ჩვენი კონსტიტუციის. ჩემი ამოცანაა ვუყურო იმას, ჩარჩო რაც არის ჩვენი კონსტიტუციის - მთავრობას ჰყავდეს ეფექტური ოპოზიცია, ოპოზიცია არ განადგურდეს და გუშინ ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო, რომ ეს ვერ მოხერხდა, ასევე, სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი. ეს იმიტომ, რომ სასამართლოს შემდეგი ნაბიჯი მედიაზე გადავა. ესეც დაანონსებულია - თუ მთავარ ტელევიზიას დახურავენ და ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადავლენ, მთავარი ჩარჩო მოიხსნება", - განაცხადა სააკაშვილმა.