ვფიქრობ საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობის და გონივრული ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგად ეტაპობრივად ჩნდება ის შედეგები, რასაც მოსახლეობა ელოდება ახალი ხელისუფლებისგან.
2012 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდიანრე ფასებში 7 253,3 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ 2,8 პროცენტის, ხოლო დეფლატორის ზრდა 0,8 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. ეს ის წინასწარი მოანცემებია, რასაც საქსტატი ავრცელებს.
ასევე სასიხარულოა, რომ დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც ექსპორტის ზრდის ტემპი არის ორნიშნა და იმპორტი შემცირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი და შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე. მოვიშველიებ საქსტატის ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
2013 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 665 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 196 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 468 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები).
ვფიქრობ, საუბარი ოპოზიციის მხრიდან იმის თაოაბზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, საფუძველს არის მოკლებული, რადგან საქსტატის და ფინანსთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ყველა მაჩვენებელი აღემატება იმ მაჩვენელებს, რაც შარშან 2012 წელს იყო ამავე პერიოდში, საკმაოდ დამაიმედებლად მეჩვენება და მსგავსი ტენდენციების შენარჩუნების და გაზრდის შემთვევაში, სახეზე გვექნება საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა.