ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგიჰესის ინვესტორს სამშენებლო ნებართვის მისაღებად დამატებით ვადებს მისცემს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბუთების გათვალისწინებით, ყაზბეგიჰესის სამშენებლო ნებართვა არ გაიცა. მინისტრის განმარტებით, ინვესტორს მიეცემა დამატებითი ვადები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტაციის შესატანად.
"ინვესტორს მემორანდუმით გათვალისწინებული ჰქონდა დრო სამშენებლო ნებართვის ასაღებად, თუმცა ჩვენ დავეხმარებით, რომ მემორანდუმში თარიღების გადაწევა მოვახერხოთ. დარწმუნებული ვარ, ინვესტორი გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნებს გაითვალისწინებს და მშენებლობაც ამის შემდეგ დაიწყება", - აღნიშნა კახი კალაძემ.
ყაზბეგიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა გაიცა.