თამბაქოს კონტროლის შესახებ გეგმა გაწერილია და სულ მალე საჯარო გახდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით შექმნილი კომისია რამდენიმე მიმართულებებით მუშაობს, რომელიც მოიცავს როგორც აკრძალვით ღონიძიებებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე აქტიურ საინფორმაციო კამპანიას.
მინისტრის განცხადებით, ეს არის ხუთწლიანი გეგმა, რომელიც გაწერილია და სულ მალე გახდება საჯარო, სადაც გაირკვევა რა ეტაპზე რა ღონისძიებები იქნება გატარებული. როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, აქამდეც იყო გაწერილი კონკრეტული მოთხოვნები, თუმცა ეს არ სრულდებოდა, ხოლო ახალი გეგმის მიზანია არსებული რეგულაციების აღსრულება.