თავდაცვის მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორ ძალას შორის შეთანხმების მიღწევას მიესალმება.
როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, თავიდანვე ვარაუდობდა, რომ ეს ასეც მოხდებოდა.
"კარგია, რომ შედეგად მივიღეთ ის, რაც გვინდოდა და პრეზიდენტს აღარ ექნება ავტორიტარული ფუნქცია. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ ბევრი საკითხი იქნება, რასაც ორპარტიული – უმცირესობისა და უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება, მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიც არის უსაფრთხოებაზე შეთანხმება. ძალიან გამიხარდა, რომ გასულ კვირას საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით მიღებული იყო რეზოლუცია, ეს არის პოლიტიკური ცხოვრება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.