ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, მცირე ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ძირითადად თბილისსა და ბოლნისში დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე აიწევს. დღის განმავლობაში იქ ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 20-25მ იქნება.
23 მარტს კი საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რის შედეგადაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. მთებში ზოგან ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. ნალექიანი ამინდები საქართველოში 24 მარტის ჩათვლით დარჩება. 25-27 მარტს კი გამოიდარებს და საქართველოში უნალექო ამინდები იქნება. 28 მარტიდან კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი.
23 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17; +22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში _ +12; +17; 24 მარტს დასავლეთ საქართველოში - +4;+9; აღმოსავლეთ საქართველოში _ +6;+11; 25 მარტს დასავლეთ საქართველოში - +13 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოში კი _ +14 გრადუსამდე დათბება.