დავით ბერძენიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილი ჰქონდა იმ დეპუტატთა კენჭისყრისგან იზოლირების მცდელობას , რომლებიც შესაძლებელი იყო, რომ მათ არ დამორჩილებოდათ.
როგორც ბერძენიშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, რამდენიმე დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელიც 20 მარტის პლენარულ სხდომას ესწრებოდა, "უცებ საღამოს აღმოჩნდა, რომ სადღაც გაფრინდა".
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მათი კოლეგების სახელი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "იყო ერთი-ორი ასეთი დეპუტატი".
პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.