ჩვენი ლიდერი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მივიღებდით დაახლოებით 130 ხმით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელოძემ განუცხადა .
კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა პრემიერ-მინისტრი ამ პროცესების იმ სახით განვითარებას, როგორც განვითარდა, საგანელიძე პასუხობს, რომ შედეგი ისაა, რომ კანონი გავიდა და სწორედ ასეთი რაოდენობის ადამიანმა დაუჭირა მხარი.
"ეს გადაწყვეტილება იყო ის, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, დანარჩენი ახირება იქნება ეს თუ კაპრიზი, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და საბოლოო ჯამში ორიენტირი უნდა გაკეთდეს შედეგზე. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა წავიდა წინ. დანარჩენი, ეს იქნება სარეიტინგო კენჭისყრა, თუ სხვა რამ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. არსებობს პრინციპები, რომელიც უნდა შეცვალო, მაგრამ არსებობს პრინციპები, რომელიც არ უნდა დათმო სასიკეთო გადაწყვეტილების მისაღებად", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით გავიდა. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.