პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, კონსულტაცია გაიმართა ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან, ხოლო უმრავლესობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან .
"იქნა შეთავაზებული კომპრომისები, მაგრამ ბოლო კონსულტაციების შედეგად მიხეილ სააკაშვილთან პოზიციებზე შეჯერების შედეგად კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხემა ვერ მოხდა. კონსულტაციები ჩვენც გვქონდა ბიძინა ივანიშვილთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩემი დისკრეციის ფარგლებში სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით. სარეიტინგო კენჭისყრა მოგონილია იმისთვის, რომ გაირკვეს ბუნდოვანი ვითარება და არა ის არითმეტიკული შეჭმარიტება, რაც გვეუბნება, რომ "ქართულ ოცნებას" არა აქვს საკონსტიტიციო უმრავლესობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.