საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე 17-25 მარტს სამუშაო ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქართული დიასპორის წარმომადგნლებთან.
იგეგმება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებთან.
19 მარტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია მედიაკონფერენცია საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე, რომლის ორგანიზატორია საქართველოში რეგისტრირებული სამხრეთაფრიკული კომპანია ,,ბრიჯ გლობალ ჯორჯია". აღნიშნული კომპანია ორიენტირებულია სამხრეთაფრიკული ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს–სექტორში. კონსტანტინე სურგულაძე აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
სახელმწიფო მინისტრი საქართველოში 25 მარტს დაბრუნდება.