ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე დღეს გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნაზე კომენტარისგან თავს იკავებს .
რობაქიძეს დღეს საღამოს "პირველ რადიოში" პრესკონფერენცია უნდა გაემართა და რადიოოკლუბში მივიდა კიდეც, თუმცა მალევე დატოვა შენობა ისე, რომ მედიის თხოვნის მიუხედავად კომენტარი არ გააკეთა.
მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს თავად "პირველ რადიოში".
მათი განმარტებით, სოსო რობაქიძეს ეგონა, რომ გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა იყო უცხოური დასკვნა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ საქმე ქართული ექსპერტიზის დასკვნას ეხებოდა, პრესკონფერენციის გამართვისაგან თავი შეიკავა.
"პირველ რადიოში" აცხადებენ, რომ რობაქიძის სურვილია განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთოს, რაც უცხოური დასკვნა გამოქვეყნდება და ამ დასკვნის შედეგები გახდება ცნობილი.