"ქართუ ბანკის" გაკოტრების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, წუხელ ბიზნესმენები ლაურა ღაჭავა და მისი ვაჟი დავით კოდუა დაკითხეს.
ღაჭავასა და კოდუას სახელმწიფოსთან შემდგარი თაღლითური გარიგებასა და "ქართუ ბანკის" გაკოტრების ხელშეწყობას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი ამ საქმეზე უკვე რამდენჯერმე დაკითხეს.
დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება ბანკის ვალს, ღაჭავას თქმით, სესხს გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.