IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას მხარს უჭერს.
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებს, გამოკითხულთა 51% ზოგიერთი მათგანის დაპატიმრებას ემხრობა, 30% - ყველა მათგანის დაპატიმრებას, 12%- არც ერთი მათგანის დაპატიმრებას, ხოლო 7% კითხვას არ პასუხობს ან ამბობს, რომ არ იცის.
IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა.