ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე - ასე მგონია, სხვა ეპოქის ფეხბურთელს ვუყურებ

ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე - ასე მგონია, სხვა ეპოქის ფეხბურთელს ვუყურებ

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ეს თამაში მაბედნიერებს და მიხარია, რომ ოცნების ახდენის საშუალება მომცა", - ეს სიტყვები ნაწყვეტია ხვიჩა კვარაცხელიაზე ლიგა 1-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან.

კარგად ვიცოდი, ბავშვობაში სად უნდა მეპოვა მეგობრები - ისინი სტადიონზე იყვნენ. ბავშვობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ის ფეხბურთთანაა დაკავშირებული.

მამა - ბადრი კვარაცხელია ფეხბურთელი იყო. დედას მამის თამაშების ჩანაწერები ჰქონდა შემონახული. მათი ყურებისას მქონდა შეგრძნება, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო და ვამბობდი, რომ მამა საუკეთესო იყო. ბადრისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი გენში გვაქვს. როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი. ყველაფერი ხომ სწორედ იქ დაიწყო.

...ბოლომდე გავაცნობიერე, რომ დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მიღწევის მეტი შანსი იმ თავდამსხმელს აქვს, ვინც დაცვაში კარგად თამაშობს. ზოგადად, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მინდორზე და მინდვრის მიღმა ვაკეთებ, ყველა ყურადღებით აკვირდება. ამიტომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერზე გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა: როდესაც ის მოედანზეა, ეს მისწრებაა კარგი შედეგის მისაღწევად და არა ინსტაგრამის" ფოტოებისთვის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა ეპოქის ფეხბურთელს ვუყურებ".