IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რეფორმა, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკაში უნდა გატარდეს.
კითხვაზე, პირველ რიგში რომელ სფეროებში უნდა გატარდეს რეფორმა, 35% ეკონომიკას ასახელებს, 27% - ჯანდაცვის სისტემას, 11% - სასამართლო სისტემას, 10% - განათლებას, 5% - თავდაცვას, 3-3% - პენიტენციურ სისტემას და სოფლის მეურნეობას, ხოლო 2% - ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროს რფორმირებას მეორე არჩევანის სახით ასახელებს - 28-28%, სასამართლო სისტემას - 9%, განათლებას - 10%, თავდაცვას - 6%, პენიტენციურ სისტემას - 5%, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს - 4%.
IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა IRI-ის დაკვეთით და SAID-ის დაფინანსებით ჩატარდა.