სახალხო დამცველი რუსთავის ქალთა #5 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტით უკვე დაინტერესდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი ინციდენტის მიზეზებს შეისწავლის და განცხადებას გაავრცელებს.
ქალთა #5 დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით, დაწესებულებაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული და უსაფრთხოების სამსახურმა მთლიანად დაწესებულება შეამოწმა. შემოწმების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობიდან მიდის. არ არის გამორიცხული, სად-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა სწორედ ქალთა ციხეში მომხდარს უკავშირდებოდეს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, მაია ხასიას და ქალთა #5-ე დაწესებულების ადმინისტრაციაში მუშაობს.