სტუდენტები აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ აღუდგება

სტუდენტები აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ აღუდგება

აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების აზრით, ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა წინასწარ იყო მიღებული. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სტუდენტებმა განაცხადეს, ამის თქმის საფუძველს აძლევთ ის ფაქტი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული ბაზები დაიბლოკა 11 მარტს, ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კი 12 მარტს მიიღეს. გარდა ამისა, მათივე თქმით, კომისიის პირველ და მეორე სხდომაზე დასკვნა იყო სხვადასხვა. როგორც სტუდენტები ამბობენ, აგრარულ უნივერსიტეტში იყო ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც განათლების ხარისხზე არანაირ გავლენას არ ახდენს და შესაბამისად, ავტორიზაციის გაუქმება იყო არასამართლიანი. 

გარდა ამისა, სტუდენტებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. მათი თქმით, აპირებენ აქციების გაგრძელებას მანამდე, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დღეს, 14:00 საათზე განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავენ და აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას გააპროტესტებენ.