თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები აგრარული უნივერისტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ და დღეს სტუდენტურ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი კიკნაველიძემ განუცხადა.
მისი თქმით, აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა ქვეყნის სირცხვილია. კიკნაველიძის განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის შეჩერება განათლებისთვის ხელის შეშლას. იგი აცხადებს, რომ ავტორიზაციის ცენტრის გადაწყვეტილება პოლიტიკური შურისძიებაა ერთი ადამიანის მიმართ.
"ბენდუქიძესთან ბრძოლას არ უნდა გადააყოლონ 2 000 სტუდენტის ინტერესები", - აცხადებს კიკნაველიძე. მისივე თქმით, ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაში სამარცხვინო ფაქტები აქვს მოყვანილი, რის გამოც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა.
ავტორიზაციის ცენტრმა აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გუშინწინ შეუჩერა.