ამნისტია თავისუფლების აღკვეთისა და საპატიმრო ადგილებში მყოფ 16 534 პირს (მათ შორის, 175 პოლიტპატიმარს) და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ 12722 პირს შეეხო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს.
"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების შემაჯამებელი სტატისტიკის თანახმად, საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა 8 265 პირი, საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა 755 მსჯავრდებულს, ხოლო საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა 7 514 მსჯავრდებულს.
საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლებულ 8 265 პირთაგან 7 892 იყო მამრობითი სქესის სრულწლოვანი, 352 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 21 - მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
საპატიმრო სასჯელგანახევრებულ 755 მსჯავრდებულთა შორის: 727 - მამრობითი სქესის სრულწლოვანი, 11 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 17 - მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
საპატიმრო სასჯელშემსუბუქებულ 7 514 მსჯავრდებულთა შორის: 7 274 - მამრობითი სქესის სრულწლოვანი, 219 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 21 - მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წლის განმავლობაში ამნისტირებულ 16 534 პირთაგან იანვარში ამნისტირებული იყო 8 407, თებერვალში - 7 669, მარტში კი - 458.
ამნისტირებულ 12 722 პირობით მსჯავრდებულიდან პირობითი მსჯავრი მოეხსნა 8 269 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი გაუნახევრდა - 1 071 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი შეუმცირდა - 3 382 პირობით მსჯავრდებულს.
პირობითი მსჯავრისაგან გათავისუფლებულ 8 269 პირობით მსჯავრდებულს შორის 7 515 იყო მამრობითი სქესის სრულწლოვანი, 646 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი, ხოლო 108 - მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
პირობით მსჯავრგანახევრებულ 1 071 პირობით მსჯავრდებულთა შორის 908 იყო მამრობითი სქესის სრულწლოვანი, 94 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 69 - მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
პირობით მსჯავრშემსუბუქებულ 3 382 პირობით მსჯავრდებულთა შორის 3 174 იყო მამრობითი სქესის სრულწლოვანი, 199 - მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 9 - მამრობითი სქესის არასრულწლოვანი იყო.
"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წლის განმავლობაში ამნისტირებულ 12 722 პირობით მსჯავრდებულთაგან იანვარში ამნისტირებული იყო 441 პირი, თებერვალში - 7 421 და მარტში - 4 860.
პრობაციის ბიუროების მიერ, კანონის შესაბამისად დადგენილ ვადაში, საერთო სასამართლოებში გადაგზავნილი 29 200 საქმიდან, ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება პრობაციის შესაბამის ბიუროებში მიღებულია მხოლოდ 12 722 საქმეზე, ხოლო 16 478 საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ჯერაც არ შესულა.
შესაბამისად, პრობაციის ბიუროს მიერ ამნისტიის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, ყველა პირობით მსჯავრდებული ვალდებულია პრობაციის ბიუროში გამოცხადდეს კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით, წინააღმდეგ შემთვევაში მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.
"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ამნისტიის აღსრულების ორთვიანი ვადა 13 მარტს იწურება.