საქართველოს მთავრობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, მიეცეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობა, არ გაითვალისწინებს.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას გადახალისებას სჭრიდება, რის გამოც კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში შეცვლებიან.
"რა თქმა უნდა, ისინი უნდა შეიცვალონ და იყვნენ არჩეული პარლამენტის, თუ მოსამართლეთა კორპუსის მიერ, ახალი კრიტერიუმების დაცვით. საქართველოს ძალიან მალე უნდა ჰყავდეს იუსტიციის ახალი უმაღლესი საბჭო, რომელიც იქნება დეპოლიტიზებული და ეყოლება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მოსამართლეთა დანარჩენი ნაწილის მიერ რჩეული. პარლამენტს მივცემთ ორკვირიან ვადას, თავიდან აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. უნდა მივულოცო საქართველოს, ძალიან მალე ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყოლება", - განუცხადა თეა წულიკიანმა ჟურნალისტებს.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს რეფორმას ყველა ძირითად ასპექტში იწონებს, რითაც ის რეფორმას მწვანე შუქს უნთებს.
"ვენეციის კომისიამ მოიწონა იოუსტიციის სამინისტროს შეთავაზება, რომ პრეზიდენტს არ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წარმომადგენელი. ასევე, მოიწონა ჩვენი შეთავაზება, რომ იუსტიციის საბჭოში არ ისხდნენ პარლამენტარები. ამ მხრივ გვაქვს ცალსახა დასკვნა და მოვახდენთ იმას, რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება ბოლომდე დეპოლიტიზებული და გახდება ნეიტრალური ორგანო. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებს, იუსტიციის სამინისტორს შეთავაზებაა, 8 მოსამართლის გადახალისება და მისი თავიდან არჩევა მოხდეს ახალი კრიტერიუმების დაცვით, რაც ასევე მოწონებულია. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს არ უნდა წარმადგენდნენ მოსამართლეთა მხოლოდ ერთი ჯგუფი. დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა რამდენიმე ასეულ კორპუსს წარმაოდგენს მოსამართლეთა ერთი ჯგუფი – თავმჯდომარე, მოსამართლეები. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი შემადგენლობაში 8 მოსამართლე წევრიდან ერთადერთი წევრი აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს, დანარჩენი ყველა წევრი არის არჩეული იმ მეთოდით და კრიტერიუმით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ ჩვენს რეფორმას. აქედან გამომდინარე, ჩვენ აგვინთეს მწვანე შუქი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს", - აღნიშნა წულიუკიანმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირაში განიხილავს.