საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრთა კაბინეტის უფროსს საიმონ რეივერს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, საიმონ რეივერი არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, შეხვედრის დროს განიხილეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული საკითხები.
"ასევე განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერა და საერთოდ ევროკავშირი და ნატო-ს კუთხით ბრიტანეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ის მომავალი ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იგეგმება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.