აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. აფხაზური მედიის ინფორმაციით , სამუშაო ვიზიტი 12 მარტს გაიმართება და ორ დღეს გასტანს.
ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
შეხვედრა 12 მარტს შედგება, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.