გიორგი გამსახურდია, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის, კაშ პატელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ "დიფ სთიეთის" მოქმედი პირები, FBI-ს და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ.
გამსახურდიას თქმით, "ნაცებს" და ფსევდო-ლიბერალებს რომ ჰკითხო, "დიფ სთეითი" არ არსებობს, მას ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მართლები.
"ნაცებს, ათასი ჯურის ფსევდო-ლიბერალებს, გათხოვილ კაცებს და ცოლიან ქალებს რომ კითხო, "დიფ სთეითი" არ არსებობს. ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე და ხატია დეკანოიძეა მართალი, სალომე ზურაბიშვილი და ის კიდევ, ცოლიანი ჟურნალისტი მზია." - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.