პანტომიმის თეატრის შენობა გაყიდულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" პანტომიმის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა და პიარ-მენეჯერმა დაჩი მუჯირმა განუცხადა, ახლახანს აღმოაჩინეს, რომ რუსთაველის გამზ. N37-ში მდებარე პანტომიმის თეატრის შენობა საქართველოს პრეზიდენტის გასული წლის 31 აგვისტოს განკარგულებით არის გაყიდული.
მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ მთლიანად შენობა კომპანია "ახალ ოფისს" აქვს შესყიდული. შენობიდან უკვე გაყვანილია მაცხოვრებლები. ე.წ. ზემელის შენობიდან თითქმის ყველა ობიექტის გაყვანა სრულდება.
დაჩი მუჯირისთვის უცნობია, თუ სად განთავსდება 31 წევრიანი თეატრის კოლექტივი. სავარაუდოდ, არის საუბრები, რომ თეატრისთვის შენობა ალექსანდროვის ბაღში უნდა აშენდეს. თუმცა, იქ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი კეთდება.
მომხდარის გამო თეატრის დამაარსებელი, ამირან შალიკაშვილი დასის წევრებთან ერთად დღეს ამ საკითხზე თეატრში პრესკონფერენციას გამართავს